მიხეილ ჯალაღონია, ოზურგეთი:
_ აბა, როგორ გითხრათ?! ყველას თავისი გაგება აქვს, ყველა რაღაცას ცდილობს.
დათო დარჩია, ოზურგეთი:
_ ზოგ საკითხებში არა.
რამაზ შაინიძე, ოზურგეთი:
_ არაფორმალურ მმართველობას საუკუნეების ისტორია გააჩნია. ეს ფესვგადგმული თემაა. ჩვენს ქვეყანას კი არა, მსოფლიოს მართავენ კრიმინალები, კანონს მიღმა მოქმედი ადამიანები, მაფიოზები, არაფორმალები. რა მნიშვნელობა აქვს, ჰალსტუხს ვის ჩამოკიდებ?! არაფორმალური მმართველობა ყოველთვის იყო და არის.
გოდერძი ვაჩეიშვილი, ჩოხატაური:
_ მე რა ვიცი?! რაც უკეთესი იქნება, ის გამიხარდება.
სოზარ კაკრიაშვილი, ოზურგეთი:
_ საერთოდ არის მმართველობა? ფორმალურიც არ არის. არაფორმალური კი არა, რას აკეთებენ გუბერნატორი, გამგებელი, მერი, გინდაც, სამინისტროები? ისინი მართავენ ამ ქვეყანას? რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ! ხომ ხედავთ, ხალხი რა დღეშია!
ჯემალ მაღულარია, ჩოხატაური:
_ არ ვიცი. მე ვინ მკითხავს მაგას?!
თენგიზ ჟღენტი, ჩოხატაური:
_ მაგ საკითხში ვერ ვერკვევი.
გოგი ურუშაძე, ლანჩხუთი:
_ არ ვეთანხმები. ახალმოსული ხელისუფლებაა და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც საჭიროა.
ვახტანგ ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ ვეთანხმები.
გელა რიონიძე, ლანჩხუთი:
_ კი, ასეა.
ნიკა ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ არა, არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას.