შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 97%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.
მათივე ცნობით, გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.