“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი თანამდებობას ტოვებდა და რომელსაც ერთი კვირის წინ თავად უარყოფდა, დღეს დადასტურდა _ ერქომაიშვილმა თანამდებობა დატოვა.
მან გურიის გუბერნიიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაინაცვლა.
ახალ სამსახურში ერქომაიშვილი დღეს გამოცხადდა.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ დაიკავებს გურიის გუბერნიაში ერქომაიშვილის ადგილს.
ამავე თემაზე: ტოვებს თუ არა გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას _ “საყვედური სხვებსაც უთხრეს”