ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მატერიალური დახმარების გაწევის ბრალდებით ჰავაიში დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჯარისკაცს არმია და ფედერალური საგამოძიებო ბიურო წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.
FBI-ის ცნობით, ის შაბათს დააპატიმრეს.