BBC-ს ინფორმაციით, ანტარქტიდაში ლარსენის შელფურ მყინვარს ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოწყდა.
აისბერგის ტრილიონ ტონას იწონის, ხოლო მისი ფართობი 5800 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
სპეციალისტებს მოვლენების შემდგომი წინასწარმეტყველება უჭირთ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ აისბერგი კიდევ რამდენიმე ნაწილად გაიყოფა. მათი თქმით, გაყოფილი ნაწილები შესაძლოა ადგილზე დარჩეს ათეული წლის განმავლობაში. თუმცა, არ არის გამორიცხული რომ ჩრდილოეთისკენაც დაიძრას, სადაც უფრო თბილი წყლებია.