ავსტრალიაში მაღალ ქუსლებზე სირბილის ესტაფეტა ქალაქ კანბერის გუნდმა „The Pinkettes” მოიგო.
მათვე დაამყარეს “მსოფლიო რეკორდი” – 80 მეტრი წუთსა და 4 წამში გაირბინეს.
გუნდის ყველა წევრი ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტის სტუდენტია.
გარბენი საქველმოქმედო იყო, შემოსული თანხა კი მკერდის კიბოსთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდში ჩაირიცხა.
პირადი პრიზით – 10 ათასი დოლარით გოგონები ტაივანზე დაისვენებენ.