დღეს, ქალაქ ოზურგეთს თურქეთის რესპუბლიკის კულტურის დეპარტამენტის უფროსი ლევენტ აიბინი სტუმრობდა.
ვიზიტის მიზანი ის ერთობლივი პროექტი გახლავთ, რომელსაც თურქეთის კულტურის სამინისტრო ოზურგეთის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “გურიასთან“ ერთად ახორციელებს.
შეხვედრა ქალაქ ოზურგეთის მერის კაბინეტში შედგა, რომელსაც მერის მოადგილე კობა დუდნდუა და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია“ თურქეთის კულტურის სამინისტროს პროექტში ერთვება და მიუზიკლის მონაწილე ხდება.
“კულტურათა გაზიარებით ქვეყნებს შორის მეგობრობა ყალიბდება და ურთიერთობები ღრმავდება. მოხარული ვარ, რომ თურქეთის კულტურის დეპარტამენტი ჩვენი სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლით დაინტერესდა. დარწმუნეული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება”, _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ანსამბლი “გურია“ და თურქეთის მხარე ურთიერთანამშრომლობის სფეროში მზადყოფნას გამოხატავენ და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგემავენ.
ანსამბლ “გურიას“ საგასტროლო ტურნეს სრულად აფინასებს თურქული მხარე. (R)