10-დან 9 ადამიანი ტირილის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და უმცირდება სტრესი. ის ასევე უფასო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, არ აქვს გვერდითი ჩვენებები გარდა სველი და დასიებული თვალებისა.
თვალის კაკალი აპკითაა დაფარული, რომელიც მას მტვრის, ინფექციების, ძლიერი ქარისა და ცივი ჰაერისაგან იცავს. დღეში – 4000 წვეთი, მთელი ცხოვრების განმავლობაში კი დაახლოებით 70 ლიტრი სითხე გამოიყოფა ცრემლის სახით.
მხოლოდ ადამიანს შეუძლია ემოციით ტირილი.
კოსმოსში ტირილი შეუძლებელია, რადგან არ არსებობს გრავიტაცია და ცრემლიც თვალიდან ვერ წამოვა.
ბავშვებს 1-დან 3 თვემდე ტირილის დროს ცრემლები არ მოსდით.
ქალები უფრო ხშირად ტირიან. ქალის ცრემლები მამაკაცის ცრემლებთან შედარებით ნახევარი გრადუსით თბილია, მსუბუქად და დაუბრკოლებლად მოედინება და თოვლის წყალივით გამჭვირვალეა. მათი წყალობით ქალები, მამაკაცებისაგან განსხვავებით, უფრო ადვილად იტანენ ცხოვრებისეულ უბედურებას და უფრო დღეგრძელებიც არიან.
ტირილის დროს, თუ ცრემლი პირველად მარცხენა თვალიდან მოდის ე.ი ადამიანი ტკვილის გამო ტირის, ხოლო თუ პირველი ცრემლი მარჯვენა თვალიდანაა, ე.ი.ადამიანი ბედნიერია.
ადამიანებს მეტწილად ღამე ეტირებათ, რადგან უძილობა ემოციების გაკონტროლებას ართულებს.
იტირეთ – ეს უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.
ცრემლი მხედველობისთვისაც სასარგებლო ყოფილა. მასში შედის წყალი, ნატრიუმი, კალიუმი, ცილები, შაქარი, ქლორი და ლიცოზიუმი, რაც მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ტირილი სუნთქვის სისტემისთვისაც სასარგებლო ყოფილა. ის ფილტვებს აფართოებს და ორგანიზმში ჰაერისა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. თუ ტირილს შეიკავებთ, მაშინ, ექიმების აზრით, შესაძლოა ორგანიზმში არაერთი სერიოზული დაავადება წარმოიქმნას.