ქალისთვის საჩუქრების არჩევანი გაცილებით დიდია, ვიდრე მამაკაცებისთვის. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ ქალებსა და მანქანებში აქვთ დიდი არჩევანი.
მამაკაცებს სულაც არ უყვართ ორდინალური საჩუქრები, მათაც უყვართ სიურპრიზები, ისევე, როგორც ქალბატონებს.
ა) საათები. საათთან ფრთხილად იყავით, მართალია, ეს მხოლოდ ერთი სიტყვაა და ყველას თავში მაინც მაჯის საათები მოგდით, მაგრამ შეეცადეთ, უფრო ორიგინალურებიც იყოთ. შეგიძლიათ, აჩუქოთ კედლის საათი, მისი საყვარელი გუნდის ფერებში, ან რაიმე ორიგინალური, რომელიც პირად ცხოვრებას და გატაცებებს უკავშირდება.
2) სუნამოები. თუკი გადაწყვეტთ მამაკაცისთვის სუნამოს ყიდვას, კარგად დაფიქრდით, ისინი იშვიათად ელევიან და ცვლიან თავიანთ საყვარელ სუნამოებს, რომელთაც უკვე წლებია, რაც ხმარობენ და თქვენი განსხვავებულით, შეიძლება, დიდად ვერც გაახაროთ. უყიდეთ ან მისი საყვარელი სუნამო, ან სხვა საჩუქარზე შეარჩიეთ ყურადღება
3) სასმელი. რა თქმა უნდა აქ 3 ბოთლი ლუდი არ იგულისხმება. იყავით ორიგინალურები. საქართველოში საკმაოდ ბევრ ჯეკ დენიელსს შეხვდებით თუმცა მათი უმეტესობა ”ორიგინალი” არ არის. თუკი იცით მისი გემოვნება სასმელებში, რა უყვარს ღვინო, არაყი თუ კონიაკი, გააკვირვეთ იგი. გამოიწერეთ ან ჩამოატანინეთ საზღვარგარეთიდან მაგალითად აბსენტი, ან რაიმე ცნობილი და ორიგინალური, რომელიც საქართველოში ან არ იშოვება, ან ფალსიფიცირებულია. იგი აუცილებლად დაგიფასებთ მონდომებას.
4) წიგნები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მამაკაცია, რომლებსაც წიგნებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. თუკი იცით მისი გემოვნება ჟანრებთან დაკავშირებით, კონსულტანტები აუცილებლად შეგარჩევინებენ შესაბამისს წიგნს, რომელიც თქვენს მეგობარს აუცილებლად მოხიბლავს
5) აქსესუარები. ვერცხლის თუ ოქროს სამაჯურები და ბეჭდები მოდაშია და მათ ბევრი მამაკაცი ატარებს სიამოვნებით. ასე რომ, არჩევანი ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი გაქვთ.
მოერიდეთ ისეთი საჩუქრების შერჩევას, რომელთა ანალოგი მათ უკვე გააჩნიათ და სულაც არ ფიქრობენ მათ განახლებას ან ახლის შეძენას. მათ ხშირად უჩნდებათ სიყვარული პირადი ნივთების მიმართ და მათი ჩანაცვლება თქვენი საჩუქრით გაგიჭირდებათ.