წაღვერში, არჯევანის ტყის მასივს ცეცხლი უკიდია, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკატერინე ბენდელიანი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
“წაღვერში, არჯევანის ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს,პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები. ხანძრის ჩაქრობის პროცესში მალე ვერტმფრენი ჩაერთვება”, _ წერს ბენდელიანი სოციალურ ქსელში.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია ცეცხლი ტყის 1000 კვ.მ-ზეა გავრცელებული.