ინგლისური ენის გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ჩოხატაურში, ყველაზე მაღალი ქულა _ 84 #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დიმიტრი კუტუბიძემ მიიღო. 81 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ლიკა ძნელაძეს. ამდენივე ქულა აქვს ქვენობნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს მარიამ სიხარულიძეს.
78 ქულა მიიღო შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ სიხარულიძემ. 76 ქულა აქვს ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ თორნიკე თავაძეს. 75 სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულ სანდრო ქავთარაძეს, 69 ქულა მიიღო პირველი სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ ბერძენიშვილმა, ასევე, 69 ქულა აქვს ბუკისციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ სალომე ქორიძეს, ხოლო 65 სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულს მარიამ ნინიძეს.
ინგლისურში უმაღლესი ქულა 90 იყო.
ამავე თემაზე: ჩოხატაურელი აბიტურიენტი, რომელმაც რუსულის გამოცდაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა