მოსკოვის რაიონულ სასამართლოსთან სროლის შედეგად სისხლის სამართლის საქმის განხილვა ჩაიშალა, ხოლო სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები სასამართლო შენობაში შეჰყავდათ, რა დროსაც ისინი ციხის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და იარაღი მოპარეს.
როგორც ცნობილია, დაჯგუფების 9 წევრს, რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში მოქალაქეების დატერორებასა და ათეულობით ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ.