ქობულეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა კლუბმა „სიჭაბუკემ“ ლიტერატურული კომპოზიცია _ “თქვა: სამშობლო უპირველეს ყოვლისა” წარმოადგინა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს 11 ქობულეთელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ომში დაღუპულთა ოჯახებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 3000-3000 ლარს გადაეცა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი ჩაერიცხათ. (R)