მეცნიერებას, რომელიც ადამიანის სახის ნაკვთების მიხედვით იკვლევს ადამიანის ხასიათს და მის თვისებებს, ფიზიოგნომიკა ეწოდება. “ფიზიოგნომიკა” ბერძნული წარმოშობის სიტყვებისაგან შედგება, “ფიზის” ნიშნავს ბუნებას, “გნომა”-მოსაზრებას, მსჯელობას. გნომა დღეს საერთაშორისო სიტყვად იქცა და აღნიშნავს აფორიზმს, მოკლე ბრძნულ გამონათქვამს.
ფიზიოგნომიკის მამამთავრად მიჩნეულია შვეიცარიელი მოაზროვნე იოჰან-გასაპ ლაფატერი(1741-1801).ევროპის საზოგადოება განცვიფრებული იყო მისი საოცარი დაკვირვების უნარით. თან ეშინოდათ კიდეც ლაფარტერისა, რადგან მისი “დიაგნოზი” და “წინასწარმეტყველება” ძალიან ხშირად მართლდებოდა.
ლაფარტერი ამტკიცებდა, რომ სახის ნაკვთებით შესაძლებელია ადამიანის შინაგანი სამყაროს გაგება. მისი აზრით, თვალის გამომეტყველებისა და პირის მოყვანილობის მიხედვით შეიძლება მსჯელობა არა მარტო ადამიანის განწყობილებაზე, არამედ საერთოდ ხასიათზე, რადგან ადამიანები თავიანთ გარეგნობას თვითონ “გამოიმუშავებენ” ცხოვრების მანძილზე, ხოლო მათი სახის გამომეტყველება შეესაბამება მათ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ამიტომაც არსებობს მსახურის, იურისტის, ექიმის, სამხედრო პირის, სახელმწიფო მოღვაწის და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის დამახასიათებელი საერთო თვისებები.
ამრიგად, ფიზიოგნომიკა შეისწავლის ფიზიონომიას-სახის გამომეტყველებასა და ნაკვთებს, ადგენს მის კავშირს ხასიათის ნიშნებთან.