ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საყანე ფართობების შეწამვლა დაიწყო. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება. საყანე ფართობები ცივი შესხურებით შეიწამლება, ხოლო დასახლებული პუნქტები თერმული ნისლით დამუშავდება.
დღეს დილიდან საყანე ფართობების შეწამვლა ნიგოითისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგებლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მოსახლეობის თქმით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, მავნებლები მასობრივად აყენებენ ზიანს საყანე ფართობებს.
ადგილობრივი სპეციალისტთა თქმით, საჭიროა ტექნიკის დამატება, რათა მავნებელთან ბრძოლამ ეფექტური შედეგი გამოიღოს.