ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა.
წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან.
პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც.
წელს სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.