ფრინველების ჭიკჭიკი სიამოვნებს არა მარტო ყურს, არამედ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ორნითოთერაპევტები ჩიტების ჭიკჭიკს ავადმყოფობის მიხედვით ურჩევენ პაციენტს და ისინიც სწრაფად იკურნებიან.
ორნითოთერაპიას ჰოლანდიაში იყენებენ კარდიოლოგიურ კლინიკებში, ავსტრალიაში – სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების სამკურნალოდ.
ბულბულის გალობა ამხნევებს ადამიანს და ბიძგს აძლევს შემოქმედებისაკენ, ამშვიდებს ნერვებს. ასპუჭაკას სტვენა ხსნის თავის ტკივილს, აწესრიგებს შინაგანი ორგანოების მუშაობას. შაშვის ჭახჭახი და სტვენა სასარგებლოა ჰიპერტონიკებისათვის, ჩიტბატონას და ჭივჭავის “არიები” აუმჯობესებს ნევროზის დროს გუნება-განწყობილებას, გულწითელას ბგერების ვიბრაცია შველის თავის, გულისა და სახსრების ტკივილს, კუჭისა და ღვიძლის სპაზმებს, იადონის ჟღურტული ხსნის სტრესს, შველის ნევროზსა და არითმიას, ტოროლას მელოდიური რაკრაკი ახალისებს და ამშვიდებს სულს.
ექიმების რეკომენდაციით, კარგი თერაპიული ეფექტის მიღწევა შეიძლება ტყეში ან პარკში სეირნობისას.