ქობულეთის მუზეუმში ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შოთა (ალექსანდრე) ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ფოტო – გამოფენა „იალბუზი 1925“ მოეწყო, რომელიც 30 ფოტოსურათს მოიცავს. ფოტოები სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნის და ესპედიციის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს. ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები ქობულეთის მუზეუმის ფონდში დარჩება. ასევე მოეწყო ბუკლეტების „იალბუზზე ასვლა პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება.
ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო ქობულეთის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. ფოტო-გამოფენა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება, გამოფენის დათვალიერება თავისუფალია. (R)