დღეს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნადირობისას დროს აუცილებელია საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის – 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.