ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარია.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ ეტაპზე 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
-ადგილზე სატყეო სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს სოფელ დაბის მოსახლეობაც. ფართობის ძნელად მისადგომობის გამო ცეცხლის ქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც რამდენიმე წუთში იქნება დაბაში- აღნიშნავენ სამინისტროში.