სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრიდან შეატყობინეს.
მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამავე პერიოდში დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება.