ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანი მზის სრულ დაბნელებას ელოდება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ზონაში, სადაც მზის მთლიანი დაბნელება გამოჩნდება დაახლოებით, 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
წყნარი ოკეანის ზონის დროის მიხედვით, მზის დაბნელება დღეს, დაახლოებით, 10 საათსა და 15 წუთზე დაიწყება ორეგონში, ქალაქ დეპო ბეიში. დაახლოებით 94 წუთის შემდეგ კი მზე საბოლოოდ დაბნელდება და მისი ხილვა სამხრეთ კაროლინადანაც იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, მსგავსი მზის დაბნელება, რომელიც წყნარი ოკეანიდან და ასევე ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან ჩანდა 1918 წელს მოხდა.
მზე კი ამერიკაში სრულად ბოლოს 1979 წელს დაბნელდა.
როგორც ცნობილია, მზის დაბნელებას NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს.