ვენეციის გრანდ-არხზე ყოველი სექტემბრის პირველ კვირადღეს საზეიმო “ისტორიული რეგატა” იმართება.
გრანდიოზული სანახაობა კვიპროსის მეფის ვენეციელ მეუღლეს _ კატერინა კორნაროს ეძღვნება, რომელმაც 1489 წელს უარი თქვა ტახტზე ვენეციის რესპუბლიკის სასარგებლოდ – პირველი რეგატა სწორედ ვენეციაში დაბრუნებულ კატერინას დახვდა…
კოსტიუმირებული წარმოდგენა დღესაც კვიპროსის დედოფლის საზეიმო დახვედრით იწყება. საზეიმო სვლას წინ ვენეციელი დოჟის ბარჟა მიუძღვის.
საკარნავალო პროცესიის აუცილებელი მონაწილენი არიან მე-15 საუკუნის სამოსში გამოწყობილი დოჟი და მისი მეუღლე, ელჩები და მინისტრები. ზეიმში უამრავი ვენეციელი მონაწილეობს.