რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთვება სომხური მხარეც.
“სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და სახანძრო ეკიპაჟები უკვე საქართველოსკენ მოემართებიან”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს თავად აქვს ხანძართან დაკავშირებული პრობლემები, მათ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, ორი ვერტმფრენი ბათუმშია და მალე ჩერთვება სახანძრო ოპეტრაციაში.
“რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მაგრამ ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება. ჩვენ ამ ძალებით ყველაფერს ავუვალთ”,-განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
1tv.ge