ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა _ ტყეში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა, რომლის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს. შეიმჩნევა ძლიერი დაკვამლიანება.
ხანძარს ბორჯომის ტყეში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი მეხანძრეებთან ერთად ებრძვიან სტიქიას.
ხეობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი იმყოფება. ცეცხლის ჩაქრობაში დილიდან არის ჩართული ავიაცია.