წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში, პოლიტიკურ პარტიებს თუ დეპუტატობის კანდიდატებს უფლება არ ექნებათ, მწვნე ნარგავებზე _ნაძვებსა თუ სხვა სახეობებზე, გააკრან ფოტომასალები, წინასაარჩევნო მოწოდებები თუ სხვადასხვა განცხადებები. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
აღნიშნულის შესახებ, ოზურგეთის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა წარმოადგინა საკითხი: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების შესახებ“, საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე.
მან განმარტა, რომ ჩამონათვალიდან, სადაც საარჩევნო მასალის გაკვრა იქნება განსაზღვრული, მწვანე ნარგავები ამოღებულია, ეს იქნება ძალიან კარგი სიახლე, _ თქვა მან.
დეპუტატებმა მოიწონეს საკრებულოს ეს გადაწყვეტილება და განკარგულებას მხარი უყოყმანოდ დაუჭირეს.