პაკისტანში დენგეს ცხელებით 10 დღის მანძილზე 5 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების 1 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, დენგეს ცხელებაზე 793 პაციენტი მკურნალობდა, რომელთა უმეტესობა საავადმყოფოდან გაწერეს და ამ დროისთვის 217 ადამიანი მკურნალობს.
როგორც ცნობილია, ის მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, თანამდებობის პირებმა დაიწყეს კამპანია დამპალი ნაგვის გასატანად და იმ ადგილების გასაწმენდად, სადაც კოღოები, შესაძლოა, ბუდობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პაკისტანში დენგეს ვირუსის გავრცელების შემთხვევები სეზონური წვიმების დროს ხშირია.