ცოტა ხნის წინ პრესტიჟულმა ჟურნალმა “Time” “თანამედროვეობის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანების” სია შეადგინა.
განყოფილებაში, “შოუბიზნესი და ხელოვნება”, პირველ ადგილზე საკმაოდ სკანდალური ლედი გაგა გავიდა.
“ავტორიტეტული პირველი ათეული” კი ასე გამოიყურება: ტელეწამყვანი კონან ობრაიენი, უკვე ექსტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მუსიკოსი ვალერი გერგიევი, რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ, მსახიობი რობერტ პატინსონი, მსახიობი ეშტონ კატჩერი, მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი, მომღერალი ტეილორ სვიფტი, მწერალი სიუზან კოლინსი.