დღეს “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
ქვედა ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვასილ თენიეშვილი და სოფელ მერიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე კეჭაყმაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ზედგინიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ როგორც წინა წლებში (2015-2016 წლებში) 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000-3000 ლარი გადაეცემათ.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100% გრანტის მფლობელი ახალგაზრდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან ჯილდოს _ 3000 ლარს, ხოლო აღმზრდელი სკოლა _1000 ლარს მიიღებს”, _ გვითხრა ნათია ზედგინიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მხარდაჭერილი _ წარმატებული აბიტურიენტის წახალისებისა და სტიმულირების პროექტის ინიციატორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. პროექტი პირველად 2015 წელს გახორციელდა.