ლეიბორისტული პარტიის ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტარიელ კალანდარიშვილმა მერობის კანდიდატად დღეს პარტიის ახალი სახე დავით მოქია წარადგინა, რომელიც ასევე საარჩევნო სიაში პირველ ადგილს დაიკავებს.
როგორც კალანდარიშვილი ამბობს, პარტიას პრეტენზია აქვს საკრებულოში მინიმუმ სამი კაცი სეიყვანოს და ფრაქცია შექმნას.
„რომ არა გაყალბებები, ჩვენს პარტიას არასდროს ქონდა პრობლემა ბარიერის გადალახვის. ამ არცევნებზეც მინიმუმ 10-15 ოროცენტის აღებას ვარაუდობთ. ცვენს გეგმაშია საკრებულოში მინიმუმ სამი კაცით შევიდეთ და საკუტარი ფრაქცია შევქმნათ“, _ ამბობს ტარიელ კალანდარიშვილი.
რაც შეეხება სიის პირველ სამეულს, პარტიის თავმჯდომარის თქმით, იგი ფორმირების პროცესშია და ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი, რომ სიას სათავეში მერობის კანდიდატი ჩაუდგება.
დავით მოქიას 1952 წელს ლანჩხუთში დაიბადა, საშუალო განათლება ქალაქის პირველ სკოლაში მიიღო, უმაღლესი სასწავლებელი კი ბათუმში დაამთავრა, სადაც დარჩა კიდეც საცხოვრებლად.
„სამსახურის გამო ბათუმში მიწევდა ცხოვრება, თუმცა, სისტემატურად მქონდა ურთიერთობა ლანჩხუთთან, სადაც მშობლები და ჩემი ძმა ცხოვრობდნენ. ასე რომ, ლანჩხუთი ჩემთვის კარგად ნაცნობია და არც მე ვარ ახალი სახე მათთვის“, _ ამბობს მერობის ლეიბორისტი კანდიდატი.