კობა ტალახაძე, ჩოხატაური:
_ არც არაფერს.
რამაზ კაპანაძე, ჩოხატაური:
_ მშვიდობიანად ჩატარებას.
მანანა თევზაძე, ოზურგეთი:
_ რასაც სხვა არჩევნებისგან, იმას ველოდები ახლაც. თუმცა, მაინც ვიტოვებ უკეთესობის იმედს.
დავით ქარჩილაძე, დავით მეგრელაძე, ოზურგეთი:
_ ჩვენ თანამოაზრეები ვართ, ყველაფერ კარგს ველოდებით და ასეც იქნება.
ნატო მალაზონია, ოზურგეთი:
_ უფრო კარგს, ვიდრე აქამდე იყო.
გივი კვაჭანტირაძე, ოზურგეთი:
_ არაფერ კარგს.
ვასილ გიორგაძე, ჩოხატაური:
_ მთავარია, ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები.
ზვიად ქურიძე, ოზურგეთი:
_ კარგს ველოდები ყველაფერს.
რაისა ზაქარეიშვილი, ოზურგეთი:
_ სახურავიდან სახლში წყალი ჩამომდის. დავდივარ და ჯერ არაფერი შედეგია არ არის. მინდა, ამ არჩევნების მერე მაინც დამეხმარონ და გადამიხურონ სახლი.
თენგო ცნობილაძე, ოზურგეთი:
_ ეკონომიკის განვითარება თუ გვინდა, ევროპას უნდა ველოდოთ?!
ლიდა მახარაძე, ოზურგეთი:
_ დასაქმებას, წამლების გაიაფებას.
ჯილდა ტუღუში, ოზურგეთი:
_ არაფერ კარგს არ ველი. სახლს ვერ დამიდგამს მე ვერც ეს და ვერც ერთი მთავრობა. იმდენი პენსია რომ მქონდეს, წამლის ყიდვა შევძლო, არ შეიძლება? ამას ველი, მაგრამ…
გრიგოლ ნიკოლაიშვილი, ოზურგეთი:
_ სამუშაო ადგილებს, მაგრამ იქნება კი?!
გიზო გრძელიძე, ოზურგეთი:
_ ყველაფერ კარგს.
ნაირა ლომჯარია, ოზურგეთი:
_ რა ვიცი, იმედით ვარ, მაინც. ადამიანი ასეა, ოპტიმისტია, სულ უკეთესზე ფიქრობს.
ხათუნა კვაჭანტირაძე, ოზურგეთი:
_ სახეიროს, კარგს არაფერს. ასი კილო თხილი ჩამოვიტანე ახლა და გადავყარე _ არ იღებენ. არჩევნები დაიწყონ თხილზე საუბრით. მეტი რა უნდა გამიკეთოს მთავრობამ, თუ ამას ვერ მომიგვარებს?!
დალი გობრონიძე, ოზურგეთი:
_ რაც დღეს არის, იმაზე უფრო მეტი უკეთესობის იმედი მაქვს.
ანზორ ებრალიძე, ლანჩხუთი:
_ რას უნდა ველოდებოდე?! მთავრობა გვყავს იმისთანა, დაგვასია ფაროსანა…
თემურ კილაძე, ლანჩხუთი:
_ ქვეყნის განვითარებას, გაძლიერებას.
კესო მახარაძე, ლანჩხუთი:
_ ველოდები მეტ დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
სოსო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ ლანჩხუთელების გამოფხიზლების მოლოდინი მაქვს.