სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ფოთში, ახალი, 110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ააშენა. აღნიშნული ხაზის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფოთის, გრიგოლეთის და შეკვეთილის საკურორტო ზონების ენერგომომარაგება. ის აგრეთვე ელექტროენერგიით ამარაგებს ფოთის პორტს და ფოთში არსებულ ახალ საწარმოებს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხაზის მშენებლობისთვის 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა 1960 წელს აშენებული, ამორტიზირებული მაღალი ძაბვის ხაზი „ჭალადიდი“ ჩაანაცვლა.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის ქსელში. (R)