40 წლის კანადელი ქალბატონი ლინდა გუანტი ზურგის ტრავმის გამო 14 წლის ასაკიდან ინდური იოგას ვარჯიშებს მისდევს.
ლინდა მუდამ ეზოში ვარჯიშობდა. მისი 17 წლის არაბული ულაყი “ლუისი” კი პატრონის ვარჯიშებმა ისე გაიტაცა, რომ თავად დაიწყო “ასანების” (იოგას პოზების) კოპირება.
ლინდას თქმით, ლუისი ისეთ უცნაურ პოზებს იღებს, რაც ცხენისთვის სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იოგას ვარჯიშები ასაკოვან ბედაურსაც გვარიანად მოუხდა – თურმე სახსრები ისეთივე მოძრავი და მოქნილი გაუხდა, როგორიც ახალგაზრდობაში ჰქონდა და კვლავ შეუძლია შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება!
თავად ლინდა კი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მრავალრიცხოვან მსურველს იოგას ასწავლის, რომლებიც მასთან სავარჯიშოდ თავიანთი ცხოველებით მიდიან.