ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიები უკვე დაკომპლექტებულია.
ჩოხატაურში, სიის პირველი ნომერი მამუკა ბარამიძე იქნება. მეორე ნომრად ბაჩო ახალაძეა ჩასმული. რიგით მესამე “ეროვნული ფორუმის” ყოფილი წევრი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც 2014 წელს ჩოხატაურის საკრებულოში კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით შევიდა და რომელიც რამდენიმე თვის წინ შეურთდა “ნაციონალურ მოძრაობას”.
“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი მარინა თავაძეა; მეხუთე ნომერი _ მერობის კანდიდატი, დიმიტრი კორიფაძე. მეექვსე ნომრად პარტიულ სიაში ოთარ (ბუთა) მამარდაშვილია.