ამერიკის შეერთებული შტატების მუქარა ჩრდილოეთ კორეის მიმართ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველია. ამის შესახებ FRANCE 24-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა განაცხადა.
„რატომ აწუხებს ჩრდილოეთ კორეა აღმოსავლეთ აზიის მაცხოვრებლებს? იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეის არსებობას საფრთხე ემუქრება.
როდესაც ქვეყანა ატომურ იარაღს ფლობს, მაშინ მათ წინაშე არსებული სახიფათო თამაში მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო ხდება“,_ამბობს ირანის პრეზიდენტი.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს“, _ თქვა მან.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს რიტორიკის შერბილება სჭირდებათ.
„შეეშვით ჩრდილოეთ კორეას, ნუ დაემუქრებით და ის თავის ხალხის ცხოვრებას ხელს შეუწყობს“, _ განაცხადა როუჰანმა.