მეხსიერება თავის ტვინის მთავარი ფუნქციაა, რომელიც სულ რაღაც 1,5 კუბური დეციმეტრია და იტევს ბრიტანული ენციკლოპედიის 11 ტომეულის შინაარსს. მაგრამ დროთა განმავლობაში ხანში შესულთ უუარესდებათ მეხსიერება, ავიწყდებათ ბევრი რამ.
დანიშნული წამლების გარდა, მეხსიერების გასაუმჯობესებლად გირჩევთ, გაიხსენოთ ადრე ნასწავლი ლექსები, სიმღერები და შეისწავლეთ ახალიც, ამოხსენით კროსვორდები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაიხსენეთ ნაცნობი ქუჩები, ღირსშესანიშნაობები, მათი ადგილმდებარეობა, კითხვის დროს წარმოიდგინეთ სიუჟეტის გმირები, პეიზაჟები (ზღვა, გამოქვაბულები, ბრძოლები, ისტორიული ამბები), ნუ დასჯერდებით ტელევიზორისა და სერიალების ყურებას…
მეხსიერებას აუმჯობესებს შოკოლადი, პირშუშხა (დაამატეთ კერძებს 1 ს/კ გახეხილი პირშუშხა), ყოველდღიურად მიირთვით არაჟნითა და ქიშმიშით შენელებული გახეხილი სტაფილო. არანაკლებ ეხმარება მეხსიერების შენარჩუნებას აირღუმელში შემწვარი კარტოფილი და ვაშლი, ხაჭო, ყველა სახის კომბოსტო, ლამინარია, კაკალი, ხილის ჩირი, ბანანი.