დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ოზურგეთის სამრევლო სკოლების მოსწავლეებს პირადად მიულოცა.
ქალაქის მერი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობისა და წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლებს ესტუმრა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.
როგორც ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, განათლებული თაობა ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტია. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები, როგორც სასკოლო პერიოდში, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მაღალი შედეგებით გამოირჩევიან.
‘’ვულოცავ ყველას, მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, სასწავლო წლის დაწყებას. თუმცა დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პატარებისთვის, რომლებმაც დღეს შეაღეს სკოლის კარი და ცხოვრებაში პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამენ. ამიტომ განსაკუთრებულად სწავლის დაწყებას სწორედ პირველკლასელებს ვულოცავ. ყველა თქვენგანს წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!’’ (R)