,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი ამჯერად ჯურუყვეთის, ეწერისა და მაჩხვარეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს ეწერსა და ჯურუყვეთში წყალმომარაგების გაუმართაობის პრობლემა აქვთ, მაჩხვარეთში კი პრიორიტეტად შიდაგზების რეაბილიტაცია დასახელდა.
სარიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მთლიანად უნდა მოწესრიგდეს ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები და არც ერთი სოფელი არ უნდა დარჩეს გზის, წყლისა და გაზიფიცირების გარეშე.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობა უკეთ გაეცნოს სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ადგილობრივ ფერმერებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.
მერობის კანდიდატმა, ასევე, მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრებისას სარიშვილმა ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯურუყვეთში – სპარტაკ კვაჭაძე, ხოლო მაჩხვარეთში – გოდერძი ქურიძე წარუდგინა.