ამ წუთებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უნდა დაწყებულიყო ბრალდებულების: ვაჟა სტურუას, გიორგი თოიძისა და თორნიკე ბურჭულაძის მორიგი სასამართლო სხდომა, რომლებსაც ბრალად ედებათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელშეშლა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი დანაშაული ძალადობრივი ჯგუფის მიერ (სსკ. 353-ე მუხლი, მეორე ნაწილი).
მოსამართლის მოსვლამდე დარბაზი დაატოვებინეს იქ მყოფ ყველა პირს, მათ შორის ადვოკატებსაც.
როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადვოკატმა უთხრა, პროკურორ მამუკა ნადირაძეს ერთ-ერთი ბრალდებულის შუამდგომლობის პროკურატურიდან წამოღება დაავიწყდა და ის სასწრაფოდ წავიდა პროკურატურაში.
პროცესი 15 საათის ნაცვლად 17 საათზე დაიწყო და ჩაიშალა.