მიმდინარე წლის სექტემბერში როსტოვის ოლქში, ნეკრილოვსკის რაიონის სოფელ სინიავსკოეში მცხოვრებმა ზაქარია დათუაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიმართა. ბ-ნი ზაქარია დათუაშვილის ინფორმაციით სოფელ სინიავსკოეში ძმათა სასაფლაოზე აღმოჩენილია ობელისკი ქართული გვარ-სახელებით: შ.მ კილაძე; ლ.ზ.თაქთაქიშვილი; გ.გ მერკვილაძე; გ.ზ ირემაძე; ბ-ნი ზაქარია დათუაშვილის ინფორმაციის თანახმად ქართველ მებრძოლთა საფლავებზე შემდეგი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია:
_ რიგითი კარვალ აბაშიძე მაკარის ძე, დაბადებული 1917 წელს; გარდაცვალების თარიღი _ 1942 წლის 13 მარტი.
_ 1910 წელს დაბადებული გავრილ მერგულაძე გალაქტიონის ძე; გარდაცვალების თარიღი _ 1943 წლის 19 მაისი.
აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ბ-ნ ზაქარია დათუაშვილს შემდეგ ნომრებზე: 568 302 125 (საქართველო); 8906240490 (რუსეთი). (R)