იმის მაგივრად, რომ დაითვალოთ კალორიები, შეეცადეთ, შეამციროთ მათი რაოდენობა სწორად შერჩეული პროდუქტის ანგარიშზე. ეს ძნელი არ არის. მრავალფეროვანი პროდუქტი მოგცემთ საშუალებას, სწორად შეადგინოთ გემრიელი და ჯანმრთელი რაციონი.
მაიონეზი შეცვალეთ მდოგვით; შაქარი – თაფლით; ნაყინი – ცივი წვენებით; არაჟანი – იოგურტით; პური – ხრამუნა პურით – ხმიადით; ყავა – ფრეშითა და სმუზით; ღორის ხორცი – ხბოსა და ინდაურის ხორცით; კარტოფილის ფრი – აირღუმელში შებრაწული კარტოფილით; კერძებს დაამატეთ ხახვი და მწვანილი; სალათებს დაამატეთ არა მაიონეზი, არამედ ზეთის, ღვინის ძმრისა და სანელებლების ნაზავი.