,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, გორგასალის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო წილოსანი და უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გვარჯალაძე.
ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან თვითმმარველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის საკვანძო სტრუქტურა ცენტრალური ხელისუფლებისთვის.
„ნებისმირი პროგრამა, სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით ხორციელდება, ამიტომ საჭიროა ისეთი ადამიანის არჩევა, ვინც გულისყურით მოეკიდება საპასუხისმგებლო საქმეს”, – აღნიშნა დეპუტატმა.
წილოსანის თქმით, ლანჩხუთში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება – აშენდება 112- ის შენობა და ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, დასაქმდება უფრო მეტი ადამიანი.
ალექსანდრე სარიშვილმა ამომრჩეველთან იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით და მუნიციპალიტეტში განახორციელა.
,,მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს, რომ რომ არც ერთი სოფელი, უბანი თუ ქალაქი არ დარჩეს გაზის, წყლისა და გზის გარეშე. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თქვენი პრობლემები ეტაპობრივად აღმოვფხვრათ და ხვალინდელი დღე უკეთესი გავხადოთ“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ალექსანდრე სარიშვილმა, მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა წულაძესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრები ასევე გამართა ქვიანში, ჭყონაგორაში, ჩოლობარგსა და ნიგოითში.