ნაგანოს პრეფექტურაში “ძიგოკუდანის” ველზე (ეშმაკის ველი) არაერთი თერმული წყარო და ბალნეოლოგიური კურორტია.
თუმცა, ყველაზე მეტად გეოთერმული წყლებით სარგებლობენ არა იაპონელები და ჩასული პაციენტები, არამედ აბორიგენი მაკაკები, რომლებიც მთელ დღეებს ყელამდე თბილ წყალში ჩამსხდარნი ატარებენ.
რაც მთავარია, მაკაკებმა ისწავლეს, რომ ცუდ და წვიმიან ამინდში საკვების მოსაპოვებლად “სველი” წასვლა საშიშია, ამიტომ საჭმლის მომტანები “მშრალად” მორიგეობენ!