ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველის თემის მერის არჩევნებისათვის 7 მაჟორიტარების კანდიდატს ეთქვათ უარი რეგისტრაციაზე. ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ არჩევნებში რეგისტრაციაზე ორ ადამიანს ეთქვა უარი.
“ზვიად შველიძემ ვერ წარმოადგინა მხარდამჭერთა სია და ამის გამო ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რაც შეეხება, მაჟორიტარობის მეორე კანდიდატს კონსტანტინე ქანთარიას, მან წარმოადგინა მხარდამჭერთა სია, მაგრამ იყო ხარვეზები და დროში ვერ ჩაეტია“, _ გვითხრა თამარ ბისიეშვილმა.
მაჟორიტარობის ყოფილი ორივე კანდიდატი საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.