მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში _ „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“, ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლა ჩაერთო.
მესამე სკოლელთათვის კონკურსის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა _ მათ პირველი ბარიერის წარმატებით გადალახვა შესძლეს.
იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა საერთაშორისოა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გაკვეთილი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, რომელსაც მესამე საჯარო სკოლის ინგლისურის ენისა და გეოგრაფიის პედაგოგები, მაია მშვიდობაძე და სოფიო აფშილავა ერთობლივად უძღვებოდნენ.
სოფიო აფშილავას თქმით, პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მდგრადი „განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება.