ყოფილი იურისკონსულტი, ამჟამად კი “მუსტანგის” სახელით ცნობილი 26 წლის კიეველი სპაიდერმენი, ანუ “ადამიანი ობობა” ყოველგვარი დაზღვევის გარეშე მუშაობს.
ის ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ მუდამ სიკვდილის ზღვარზეა. “ხანდახან მგონია, რომ რობოტი ვარ – არათუ შიშს, საერთოდ არაფერს ვგრძნობ.
სიკვდილი არ არის ყველაზე საშინელი რამ – მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ხეიბარი დავრჩე. შიში არ არსებობს! ყველა კვდება, მაგრამ ყველა ვერ ცხოვრობს ისე, როგორც სურს, ჩემთვის კი მთავარი სწორედ ესაა”, – ამბობს “მუსტანგი”.
მეგობრების თქმით, ერთადერთი, რისიც “მუსტანგს” ეშინია, კიევის პოლიციაა, რომელიც მას გამუდმებით უკან დასდევს.