საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში კვლავ წარუმატებლად გამოდის ლანჩხუთის „გურია“, რომელსაც ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, სატურნირო სიტუაცია იმდენად დაუმძიმდა, ამ ლიგიდან გავარდნის კონტურებიც მკაფიოდ გამოჩნდა.
რთული სიტუაციაა თავად გუნდშიც, სადაც სრული ქაოსი სუფევს. წარმოიდგინეთ, რომ ბოლო მატჩისთვის კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს, რომელიც ტრიბუნებზე იჯდა და უკვე მერამდენეჯერ წვეული დავით მახარაძე სიტუაციას იქედან აკვირდებოდა. აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი გია გურულიც, ადგილზე იყო, ოქმში კი ჩანდა, რომ გუნდი სათამაშოდ გიალო ჩხაიძემ გაიყვანა.
ამ დავიდარაბაში მივიღეთ ის, რომ „გურია“ უშუალო კონკურენტ ტყიბულის „მეშახტესთან“ 0:1 დამარცხდა და ზემო იმერულმა კლუბმა ბოლო ადგილსაც დააღწია თავი და გურულ კლუბს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გავარდნის კიდევ ერთ კანდიდატს, „ზუგდიდს“, მას 6 ქულით უსწრებს „გურია“ , მაგრამ მეგრულ კლუბს ერთი თამაში რეზერვში აქვს.
ასეა თუ ისე, დარჩენილ შვიდ ტურში სატურნირო ცხრილის ბოლოში სიტუაცია დაიძაბა და ამ სამ კლუბს შორის გაირკვევა, ვინ გავარდება პირდაპირ და ვინ მოხვდება პლეი-აუტში. ლანჩხუთელებს წინ რთული შეხვედრები ელით _ 12 ოქტომბერს ისინი წყალტუბოში იქაურ „სამგურალს“ სტუმრობენ, 20 -ში კი „ზუგდიდს“ მასპინძლობენ.