წალენჯიხაში თიბისი ბანკის “ექსპრეს ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
ბანკომატი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალური ორგანიზაციის ოფისის წინ იდგა.
“თაიმერის” ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ბანკომატი ჯერ სკვერში წაიღეს, შემდეგ კი გატეხეს. სავარაუდოდ წაღებულია 1900 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნფორმაციას ადასტურებს. უწყების განცხადებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულიხმობს.ამ წუთებში კი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.