„თბილისობა 2017“ წელს 7-8 ოქტომბერს აღინიშნება, რის გამოც საზეიმო ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა უბანში, კერძოდ, რიყის პარკში, ლეღვთახევში და „ახალ ტფილისში“ დღეს დილიდან დაიწყო.
თბილისობისთვის ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები განთავსდა, სადაც ამ ქალაქების კულტურული, კულინარიული და შემეცნებითი კუთხეებია წარმოდგენილი.
თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, ასევე, სპეციალურად ჩამოვიდა ბელორუსიის ჯგუფი Чистый голос, რომლის წევრებმა თბილისელებს სიურპრიზი მოუწყვეს და ქართულ ენაზე „სულიკო“ შეასრულეს.
როგორც ცნობილია, თბილისობა პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კი 1995 წელს განახლდა მისი აღნიშვნა და მას შემდეგ ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიებები თბილისში ხვალ, 8 ოქტომბერსაც გაიმართება.
„გურია ნიუსი“, თბილისში, რიყის პარკში ამ დილით გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ: