გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ჯანმო გავრცელებული საშიში ვირუსისგან ჩვილების დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს

    ლოს-ანჯელესში ეროვნულ გვარდიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია

    პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა

    რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი

    „მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“ – ტრამპი მასკის შესახებ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ჯანმო გავრცელებული საშიში ვირუსისგან ჩვილების დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს

    ლოს-ანჯელესში ეროვნულ გვარდიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია

    პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა

    რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი

    „მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“ – ტრამპი მასკის შესახებ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ „მოატყუა“ გაბელიამ ფარსადანოვიჩი

6:10; 8.10.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება. დღევანდელ წერილში ქართველი ფეხბურთელების თავზე გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებთ და თავდაპირველად სიტყვას თბილისის „დინამოს“ ყოფილ კარის დარაჯ ოთარ გაბელიას გადავცემ.

„მთლად უცოდველი არ გეგონოთ, ხანდახან ღვინოც დამილევია, კონიაკიც, ვისკიც და ჭაჭის არაყიც, თუმცა, ვცდილობდი, ზომიერება არასდროს დამერღვია.

ერთხელ, მოსკოვში, მოგებული თამაშის შემდეგ იქ მცხოვრებმა მეგობარმა სახლში მიგვიპატიჟა მე და დავით მუჯირი – ელარჯი უნდა გაჭამოთ შუაგულ მოსკოვშიო. რა უნდა მექნა? მეგრელი რომ ელარჯზე უარს იტყვის, მე იმ მეგრელს, მაგალითად, კარგი თვალით ვერ შევხედავ. რას ვიზამდით, ვესტუმრეთ ამ კაცს.

გაიშალა ზღაპრული სუფრა.

მესამე ჭიქას რომ ვსვამთ, კარზე ზარმა დარეკა, მასპინძელი შემოუძღვა სტუმარს და, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა – ფარსადანოვიჩის ხმა არ გავიგონე?! თურმე ისიც დაპატიჟებული ჰყოლია ჩვენს მასპინძელს და ცოტა დაჰგვიანებია.

– რაღა ვქნა ახლა?! გამოგვჭერი ყელი და ესაა, – ვეცი მასპინძელს, სანამ ნოდარ ახალკაცი ხელის დასაბანად იყო გასული, – არ დაგველია მაინც! თან, სიგარეტის ბოლიც დგას.

– ნუ გეშინიათ, – გვამშვიდებს მასპინძელი, – ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებულ-მომზადებული.

– რა?

– რა და, აგერ დაგიდგამთ ჩაის ჭიქებს, ვითომ ჩაის სვამთ, რა მოხდა მერე!

ბატონი ნოდარი დაჯდა და დაიწყო საუბარი.

ჩვენ კი ვართ და აღარც ვართ. ფარსადანოვიჩი არაფერს გვეკითხება – ან აქ რა გინდათ, ან, რომ მოდიოდით, რატომ არ გამაფრთხილეთო. არაფერს გვეუბნება, თითქოს არც ვიყოთ იქ.

– კაცო, მგონი ვერც გვხედავს, – დაეჭვდა მუჯირი, – უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ გვახურავს?

ცოტა ხანში მასპინძელმა მე და მუჯირი მეორე ოთახში გაგვიხმო, რა თქმა უნდა, ფარსადანოვიჩთან ბოდიშის მოხდით.

გავედით და რას ვხედავთ – გაუშლია ჩვენთვის ცალკე, „სკუჩნი“ სუფრა. ვუთაქეთ თითო ჭიქა გულისჯავრზე, ჩავაყოლეთ და შემოვბრუნდით ახალკაცთან. აბა, სულ იქ რომ დავრჩენილიყავით, დაეჭვდებოდა.

ცოტა ხანში ისევ გაგვიხმო მასპინძელმა მეორე ოთახში.

ისევ ვუთაქეთ, ოღონდ, ახლა, ორ-ორი (მაინც დალეული გვაქვს და…) დავბრუნდით საერთო სუფრასთან უცოდველი კრავებივით, თუ შეიძლება, რომ კრავები ჩაის სვამდნენ.

მესამედაც რომ გავედით და ისევ შემოვბრუნდით, ფარსადანოვიჩი ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა:

– კი მაგრამ, რაშია საქმე?

– რაზე გვეკითხებით, ნოდარ ფარსადანოვიჩ? – ვიკითხეთ ჩვენ ორ ხმაში.

– რაში და, რას გარბიხართ ყოველ ხუთ წუთში იქით ოთახში? რაშია საქმე, თუ საიდუმლო არაა?

– არაფერი, ისე…

– რას ჰქვია – ისე?

– ისე, ჩვენთვის…

– რა და, – მოულოდნელად გააქტიურდა მუჯირი, – ჩვენი მასპინძლის სამზარეულოს პროექტი მოგვეწონა მე და აგერ – გაბელიასაც და, გვინდა, რომ თბილისშიც ამ პროექტით გადავაკეთოთ სამზარეულოები.

– ვთქვათ, დავიჯერე, მაგრამ, ყოველ ხუთ წუთში რომ გარბიხართ, ერთი გასვლით ვერ დაათვალიერეთ?

– რა ვქნათ, ძალიან მოგვწონს და… – ავლუღლუღდი… – თან, გამეორება ცოდნის დედაა.

– აბა, მე გეტყვით ახლა! – დაიწყო ახალკაცმა თავისებური, დამაჯერებელი ხმით, – რომ დაგიღიათ პირი და მამა აბრამის ბატკნებივით შემოდიხართ აქ და გგონიათ, რომ მე ვერაფერს ვხვდები,  მაგას რა ჯობია, იცით?

– რა? – სასტიკად დავინტერესდით.

– რა და, აქ დალიოთ, ვაჟკაცურად, ჩემთან ერთად და მერე გახვიდეთ იმ სამზარეულოს დასათვალიერებლად, ასე თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა.

„გაშიფრულები“ ვიყავით!

ასეთი იყო ცხონებული ფარსადანოვიჩი, ვერაფერს გამოაპარებდი“.

ჩვენი მომდევნო საკვირაო სტუმარი ცნობილი მსაჯი, ბატონი ველოდი მიმინოშვილი გახლავთ. ბატონი ველოდი ყოფილი სსრკ-ის საფეხბურთო პირველობის ერთ საინტერესო მომენტს გაიხსენებს.

„კიევში ვართ. ერთ ფრიად უმნიშვნელოვანეს მატჩს ვმსაჯობ. საერთოდ, სპორტსმენებს და, მით უმეტეს, მსაჯთა ბრიგადას, უფლება არ გვქონდა „პაეზდკაში“ ოჯახის წევრები წაგვეყვანა, მაგრამ, ყოველთვის ისე არ ხდება, შენ რომ გინდა. ჩემს ერთ დამხმარე (გვერდით) მსაჯს ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყოლია – რუსი გალია. როგორღაც, მოუხერხებია და წამოუყვანია კიევში (ოღონდ, შენი ხმა არ გავიგო, ქალოო!) და დაუბინავებია მეზობელ სასტუმროში.

წესად, ტრადიციად გვქონდა, რომ თამაშის შემდეგ ერთ-ერთის ნომერში მსაჯები შევიკრიბებოდით და თითო ჭიქით… მიხვდებით, ალბათ… იმ შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველი ჭიქა ავწიეთ და… აბრახუნდა კარი.

– კტო ტამ? – ვიკითხე („სამ გოჭშია“ ასე). კიდევ კარგი, სახელი თქვა.

– ია, გალია! – ატკროიწე ნემედლენნო!

– მიშველე, მევლუდ! – დაეკარგა ფერი კაცს, რაღა ვქნა ახლა?

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა – მსაჯი დასაკარგავი!“ – ვფიქრობ ელდანაკრავი.

– ჟოლობი! – მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, – ჟოლობი, ჩქარა!

– რა ჟოლობი? – გადამერია თანაშემწე, – სად შემიძლია, კაცო!

– ბიჭო, შენ რომელი გირჩევნია, ქალის ხელით სიკვდილი თუ ჟოლობიდან ჩავარდნა და „ალპინისტური“, ვაჟკაცური?

– კი, ეგ ჯობია, – ეცა ფანჯარას (მეორე სართული იყო, კიდევ კარგი), – ატკროიიწეეე! – სულ გაანჩხლდა ქალი.

– სპორტული ჩანთა, ამისი სპორტული ჩანთა გაგვყიდის! – იმარჯვა ვიღაცამ.

ჩანთაც ინსტინქტურად გადავუძახე იმავე ფანჯრიდან და გავაღე კარი. გაანჩხლებული ქალი შემოვარდა თვალების ბრიალით და – არაა მისი ქმარი.

– ადინ, დვა, ტრი… – ჩამოგვთვალა, – გდე მოი მუჟ?

– ზდეს ნიეტუ, ზდეს ნიეტუ… – ვეფარებით ერთმანეთს სიკო-საქოსავით.

– ა, გდე? ია ზნაიუ, ჩტო ონ ზდეს!

– ნიეტუ… ნიეტუ… ვოტ… ნიეტუ! – ვამშვიდებთ.

– სტერვი, – მიმართა გოგოებს, – გდე მოი მუჟ?!

„სტერვები“ გაყუჩდნენ. ამ დროს იღება კარი და შემოდის მხარზე ჩანთაგადაკიდებული (მე რომ ვესროლე) ჩემი თანაშემწე – გალიას ქმარი, ვითომც, აქ არაფერი, თუმცა, ხელები გადატყავებლი აქვს და ცხვირი აქერცლილი („ოხ, ჟოლობო, ჟოლობო…“).

კმაყოფილი ცოლი ისე ჩაეხვია, კინაღამ კოცნით დაახრჩო.

– ცხვირზე და ხელზე რა მოგივიდა? – ჰკითხა დაწყნარებულმა.

– მატჩის დროს წავიქეცი და… – შეაცოდა თავი ქმარმა.

ქალი მაინც ქალია და, ბედნიერებისგან გალაღებულს, სულ გამორჩა, რა ჯანდაბა წააქცევდა გვერდითა მსაჯს ისე მწარედ, რომ ცხვირ-პირი ცირკის კლოუნივით ასწითლებოდა?!“.

ნება მომეცით „სპორტული მოგონებების“ დასასრულს თბილისის „დინამოს“ ყოფილი წევრი ბატონი ჯემალ ზეინკლიშვილი წარმოგიდგინოთ.

„საფეხბურთო კარიერა რომ დავამთავრე, ჩემს მშობლიურ ბორჯომში გადმოვსახლდი, ბორჯომ-ხარაგაულის რესტორნების ხელმღღვანელად დავიწყე მუშაობა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდი – სმა ხშირად მიწევდა. ერთხელ სახლში ძალიან მთვრალი დავბრუნდი, ისეთი მთვრალი, კარგა ხანს მოვუნდი შინ მისვლას და გზაში საკმაოდ მომშივდა. ჩემი სიდედრი გემრიელ საჭმელებს აკეთებდა და სამზარეულოდონ ისეთმა მადისაღმძვრელმა სუნმა შემიღიტინა ცხვირში, შევედი და დიდი ჯამი საცივისა გავათავე. ცოტა მეეჭვებოდა, რაღაცა სქელი საცივი გაუკეთებია პაშას-მეთქი, მაგრამ სანამ არ მოვლოკე, არ გავჩერებულვარ! გამოვძეხი და მშვიდად მივიძინე… დილას კი პაშას კივილმა გამაღვიძა: ჯემალი, ადეკი, გამე კურდები შემოპარულანო! გადავირიე, ვინ ქურდები, როგორ გამიბედეს, ჩემს სახლში რა უნდოდათ-მეთქი! რამე ხომ არაა წაღებული? – ვეკითხები პაშას. ჩვენი პატარა გოჩებისტვის ერტი ჯამი კომბიკორმა მოვამზადე, სამზარეულოში მაგიდაზე იდო და მამადზაგლებს სულ ცაუგიატო – რუსულ-ქართულით შემომჩივლა სიდედრმა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

“90 წუთი ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა”- საქართველოს u21-მა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

11:49; 12 ივნისი, 2025
სპორტი

დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს

10:19; 11 ივნისი, 2025
სპორტი

ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონია!

22:21; 10 ივნისი, 2025
სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებს

18:56; 10 ივნისი, 2025
მთავარი

ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

17:23; 9 ივნისი, 2025

ყოფილი ჩეკისტის „მოგონება“

"ოცნების" კანდიდატი, რომელიც 2012 წელს სოფელს "ნაციონალების" მხარდაჭერას სთხოვდა _ "არასოდეს ვუარყობ"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებები მიიღო

16:42; 12.06.2025
საზოგადოება

უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

16:27; 12.06.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ორგანიზებით, ეკონომიკის ოლიმპიადა იწყება

16:14; 12.06.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი 21 წლის მათე დევიძის პროცესზე მივიდა

16:06; 12.06.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ ვერ ვუჩივლებ თქვენს ნაცვლად?

16:02; 12.06.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი დააჯარიმეს

15:45; 12.06.2025
სამართალი

საია: ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა

15:43; 12.06.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა

14:22; 12.06.2025
პოლიტიკა

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, სერიოზულად გაითვალისწინოს ეს საგანგაშო სიგნალი”- ბაჩო ახალაძე

13:44; 12.06.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის ცვლილების შესახებ

13:37; 12.06.2025
პოლიტიკა

“გამიუქმდა საქართველოს პირადობა და პასპორტი”- ლაშა გაბიტაშვილი

13:16; 12.06.2025
პოლიტიკა

ანა წითლიძე: ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს არის ძალიან ცუდი, პასუხისმგებლობა ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს

12:57; 12.06.2025
პოლიტიკა

კობახიძე: პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი

12:43; 12.06.2025
პოლიტიკა

უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

12:17; 12.06.2025
საზოგადოება

“ბალი თუ ყველი? ხუმრობა იქით იყოს და ძნელი ასარჩევია” _ თვალში საცემია ფასების შემპარავი ზრდა

12:15; 12.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025
0

ფოტო ხიდისთავის პარკიდან

15:53; 22.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

16:22; 9.06.2025
0

“გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

17:30; 8.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო